სააკაშვილი: ახალგაზრდები ზღმარტლი კი არაა, რომ ხეზე იზრდებოდეს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის არ აპირებს მოვიდეს რაიმე თანამდებობაზე. გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მან ასე, რადგან ყოფილი საჯარო პირები დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან რეჟიმის შესაცვლელად, სააკაშვილმა განაცხადა.

“მე ვარ მომხრე, რომ ძველი თანამდებობის პირები არ დაბრუნდნენ კაბინეტებში, ეს მეც მეხება და რა არის ამაში უცნაური?

ჩემი პოზიციაა, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგაზრდები პოლიტიკაში, ოღონდ ეს ახალგაზრდები ის კი არაა, რომ სადღაც ხეზე იკრიფებოდეს,  ის კი არაა, ზღმარტლი, რომ ხეზე იზრდებოდეს, საუბარია იმათზე, რომლებმაც გამოიჩინეს თავი უკომპრომისო ბრძოლაში და ჩართულები არიან ივანიშვილის რეჟიმის თავიდან დროულად მოცილებაში.

სიტყვაზე, ხატია დეკანოიძე, რომელიც იყო უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი…უკრაინაში, მთელი 30 წლის განმავლობაში არავის იმდენი არ გაუკეთებია რეფორმების თვალსაზრისით, რამდენიც ხატია დეკანოიძეს. ამიტომ, სად იქნება ხატია, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს.- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად