სააკაშვილი აგვისტოს ომის შესახებ ფილმზე: როცა ხელისუფლება განვიმტკიცეთ, პუტინმა საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ტელეკოპანია “იმედის” ეთერში გასულ ფილმს ვიდეომიმართით ეხმაურება. როგორც სააკაშვილი განმარტავს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პოზიციები განამტკიცა, სწორედ მაშინ დაესხა ვლადიმერ პუტინი საქართველოს.

“იმედის” ე.წ. დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით და 2008 წლის რუსეთის საქართველოზე თავდასხმაზე.  მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები და ეს არაერთხელ მომიყოლია.

ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე თურმე საქართველოში შერყეული პოლიტიკური სიტუაცია მქონდა, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე.  2007 წელს, მართლაც, ჩვენს წინააღმდეგ იყო გამოსვლები, მე გადავდექი ამათგან განსხვავებით და ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ, შემდეგ კი,  რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს, მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევები და საქართველოს პარლამენტში ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობაგვქონდა. ჩვენ ხელისუფლებას საერთოდ არაფერი ემუქრებოდა.

სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყველა საშუალება ამოწურა შიდა დესტაბილიზაციის, პროვოკაციის, ყველაფერი ამის შემდეგ, როცა ხელისუფლება განვიმტკიცეთ, პუტინმა საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა. ჩვენ კი არ დავესხით მათ  თავს იმიტომ, რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით. იმის გამო, რომ ხელისუფლება განვამტკიცეთ, მან ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტა”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...