სააკაშვილი: 7 მაჟორიტარულ ოლქში “ნაცმოძრაობა” იგებს – “ოცნება“ სრულ პანიკაშია, ადამიანური სახე აქვს დაკარგული

„მათ არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის. რაც ვიცით ზუსტად, 7 მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს პირველივე ტურიდან და ეს „ოცნებამ“ კარგად იცის. ისინი იგებენ პირველ ტურში მხოლოდ 4 ოლქში. მმართველი პარტიისთვის, რომელიც აგებს მთავარ ოპოზიციურ ძალასთან 7 ოლქში პირველივე ტურში, ეს ნიშნავს რომ საერთოდ დედა არ ჰყავს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “ღამის მთავარში“ განაცხადა.

“ახალა საქართველოში ხდება ის რომ ქართველი ხალხი აპირებს მშვიდობიანად დაიბრუნონ ქვეყანა და ეს იციან მათ. რა დარჩენიათ გარდა ტყუილისა, სიყალბისა და ძალადობისა. ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ერთად არჩევნებზე მისვლით, სხვა გზა მე არ ვიცი.

“ოცნება“ სრულ პანიკაშია, ადამიანური სახე აქვს დაკარგული, თუნდაც ნიკა მელიას რაც გაუკეთეს გლდანში, ღმერთმა დაიფარა ის ბავშვები. იმავე დღეს ხდება იგივე ბოლნისში და რამდენიმე დღეში მარნეულში, ეს შემთხვევითობა არაა, ამის ბრძანებაა გაცემული. რა უნდა ვქნათ? უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მშვიდები, დავირაზმოთ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას. ზუსტად ასე გვიკეთებდა 2003-ში ასლან აბაშიძე. ზუსტად ასე მარნეულში გვიშენდნენ ქვებს, წარმოუდგენელ პროვოკაციებზე მიდიოდნენ, პატარა ბავშვები ჩაითრიეს, შევარდნაძე ზუსტად ისე მოქმედებდა როგორც ივანიშვილი. არაფერმა ამან აბაშიძეს და შევარდნაძეს არ უშველა და არც ივანიშვილს უშველის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად