სააკაშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით: უფრო მეტი უნდა მეყვირა

შეკითხვაზე, “რა იყო თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა” 2008 წლის ომთან დაკავშირებით, IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი პასუხობს – „უფრო მეტი უნდა მეყვირა“.

„უფრო მეტი უნდა მეყვირა. როდესაც უკან ვიყურები… ვიფიქრე, იქნებ ყირიმთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მსოფლიოს დაანახოს, თუ რა მოხდა 2008 წელს. მაშინ მე ვესაუბრე ჯონ მაკკეინს, ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუები მივეცით New York Times, რომელმაც ეს ინტერვიუები მთავარ გვერდზე გამოიტანა, ეს სტატიები კი რუსების შემოჭრას ეხებოდა.

მაშინ მე დავურეკე მაკკეინს და ვუთხარი, „ჯონ, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ომი ჩვენ არ დაგვიწყია.“ მან კი მაშინ მიპასუხა, „მიშა, მისმინე, მე სამხედრო მფრინავი ვარ და ამის თქმა ჩემთვის არ არის საჭირო, მე ვიცი, რომ ტანკები არ დაფრინავენ, მითუმეტეს რუსული ტანკები.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...