სააკაშვილი: 2008 წელს მაღაზიებში პანიკა და რიგი არ იყო, ლარის კურსი კარგად დავიჭირეთ

” ყველა უნდა გავერთიანდეთ “ნაციონალია” თუ “ქოციონალი”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“რას გავაკეთებდი ამ პირობებში? პირველრიგში, მთლიანად მოვკლავდი სახელმწიფო ხარჯებს, გამოვიტანდი გასაყიდად ყველა ჯიპს. ეს არ არის პოპულიზმი, ეს ყველაფერი ღირს ფული.

ამ ფულს მოვახმარდი უცხოეთში მყოფი ქარველების დახმარებას, უკან ჩამოყვანას. კარგია რომ ბანკებმა გადაუვდადა ვალები, მაგრამ ეს მასშტაბურად უნდა მოხდეს. მოვახმარდი ლარის გამყრებას ყველა საბიუჯეტოს ხარჯებს (პრემია, ხელფასი, მივლინება….) ეს ყველაფერი ვიცით. ეს ყველაფერი ჩასაკეტია, მთელი ფული გასაშვებია ლარის გამყარებაზე”-ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელი გაიხსენა, მისი თქმით, მის დროს მაღაზიებში არ იყო რიგები და პანიკა. ლარის კურსი კი “საკმაოდ კარგად დავიჭირეთ”

“2008 წელს წელს გვყავდა დიდი აგრესორი. საქართველოს მაღაზიებში არსად არ იყო რიგები და პანიკა. 2008 წელს ლარის კურსი საკმაოდ კარგად დავიჭირეთ, მსოფლიო კრიზისის პირობებში, იმ პირობებში რომ ჩვენს წინააღმდეგ იყო აგრესორი. სიტუაცია ძალიან გავს. ლარის კურსის დაჭერა ძალიან მნიშნვნელოვანია. პატარა ბიზნესების მხარდაჭერა… ყველა არის გაჭირვების წინაშე ყველა უნდა გავერთიანდეთ “ნაციონალია” თუ “ქოციონალი””-ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად