Ryanair-მა პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შეასრულა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა დაიწყო. პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით უკვე შესრულდა.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება.Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.
ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ,თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად