რუთავში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი დადგეს და საპატიო რუსთაველები დააჯილდოეს

რუსთავში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ქვეყნის ეროვნული გმირის,   ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება ,,რუსთაველების” და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა.

ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საზოგადოება ,,რუსთაველების“ დაფუძნებლები, ,,ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,რამდენიმე დღის წინ, რუსთავში გაიხსნა მერაბ კოსტავას მემორიალი, ხოლო დღეს – ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში. ამით, ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, ჩვენს შვილებს კი ვასწავლით, რომ უნდა ახსოვდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და მისი გმირები“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცახდებით, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში განთავსდა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
,,ისტორიულად გარდამტეხ პერიოდებში, ყველა სახელმწიფოსა და ყველა ერში ჩნდებიან გამორჩეული ლიდერები, რომლებიც თავიანთ მისიას ასრულებენ ქვეყნისა და ერის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანიანები არიან ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომელთაც შეძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო მთელი ერის გაერთიანება და უდიდესი ბრძოლისა და შრომის ფასად მიაღწიეს კიდეც ქვეყნის დამოუიკედებლობას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
ღონისძიების დასასასრულს, 2020 წლის საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წელს რუსთავმა 21 საპატიო მოქალაქე აირჩია. სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილი რუსთაველები ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რუსთავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სპეციალური სიგელებით და მედლებით დააჯილდოეს. 21 საპატიო მოქალაქეს შორის უხუცესი რუსთაველები-ეგრეთწოდებული 26-იანელებიც იყვნენ, რომლებმაც რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა და სტატუსით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან არიან გათანაბრებულნი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად