რუსულმა წყალქვეშა ნავებმა აშშ, შესაძლოა, ინტერნეტის გარეშე დატოვოს

პენტაგონი შეშფოთებულია. რუსულმა წყალქვეშა ნავებმა აშშ, შესაძლოა, ინტერნეტის გარეშე დატოვოს. 

The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ რუსული წყალქვეშა ნავებისა და სადაზვერვო ხომალდების ხშირი სტუმრობა იმ რეგიონებში, სადაც აშშ–ს ინტერნეტ კაბელები გადის ამ კაბელების დაზიანებას ისახავს მიზნად.

„ჯერჯერობით რაიმე ნიშანი იმისა, რომ კაბელები დაზიანებულია არ ჩანს, თუმცა რუსეთის სამხედრო აქტივობების ზრდა ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების შეშფოთებას იწვევს,“ – აცხადებს აშშ–ს სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმომადგენელი, უილიამ მარქსი.

ამერიკული მხარე არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთმა მართლაც განიზრახოს აშშ–ს ინტერნეტის გარეშე დატოვება წერს, – The New York Times–ი.

როგორც ამერიკული პრესა სამხედროების ინფორმაციებზე დაყრდნობით წერს რუსული მცურავი საშუალებები განსაკუთრებით ჩრდილოეთის ზღვაში, სამრეთ აღმოსალეთ აზიისა და უშუალოდ აშშ–ს სანაპიროებთან აქტიურობენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად