რუსული სამხედრო პატრულის გზაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

სირიაში, რუსული სამხედრო საპატრულო ავტომობილის გზაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აქამდე, მეომარი მხარეების შერიგების ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსეი ბაკინმა განაცხადა, რომ საპატრულო ავტომობილის გზაზე ორი ნაღმი აფეთქდა.

მისი თქმით, პირველი აფეთქება ავტოკოლონიის მახლობლად მოხდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი მაშინ ამოქმედდა, როდესაც ადგილზე სირიელი ძალოვნები მივიდნენ. მეორე აფეთქების შედეგად ორი სირიელი დაშავდა, ხოლო მათი ავტომობილი დაზიანდა.

მეომარი მხარეების შერიგების ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები ქვეყნის სხვა ნაწილებშიც გააქტიურდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად