რუსული საინფორმაციო პორტალი ADME.RU: საქართველოში მინდა…

რუსული საინფორმაციო და გასართობი პორტალი Adme.ru, მკითხველს საქართველოს მონახულებას ურჩევს და აღნიშნავს, რომ საქართველო ნებისმიერი ბუნების ადამიანს მოეწონება, რადგან "იქ ყველაფერია".

"ამ პატარა და გასაოცარ ქვეყანაში შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერი დრო სიამოვნებით გაატარო. საქართველოში ხომ ყველაფერია. სუბტროპიკებიდან დაწყებული თოვლით დაფარული მთებით დამთავრებული. კოლორიტულსა და გასაოცარ თბილისში კი მეექვსე საუკუნის უამრავ ტაძარს ნახავთ. პატარა და ვიწრო ქუჩებში კი კაფე-ბარები და ღამის კლუბებია განთავსებული.

საქართველოში ნებისმიერი ტიპის ადამიანი მიაგნებს იმ საქმიანობას, რომელსაც ეძებს. გურმანებს შეუძლიათ დააგემოვნონ იქაური სამზარეულო, რომელც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამზარეულოდაა აღიარებული. შეგიძლიათ დაუსრულებლად ისეირნოთ ვიწრო ქუჩბში და დაათვალიეროთ იაქური ღირსშესანიშნაობები, იქ ხომ ყოველ ნაბიჯზე ისტორია იქმნებოდა. ხოლო თბილისის ცხელი გოგირდის აბანოების მიღების შემდეგ, რომლიც პუშკინმაც კი მოინახულა, სიამოვნებისგან უბრალოდ აფრენა მოგინდებათ. თუ უფრო მეტად აქტიური დასვენება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ სათხილამურო კურორტზე წახვიდეთ, ან ჯომარდობით, ალპინიზმით, ცხენზე ჯირითითა და კავკასიის მთებში ლაშქრობით დაკავდეთ", – აღნიშნავს Adme.ru.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად