რუსული ნავთობის ექსპორტი 34%-ით გაიზარდა

რუსული ნავთობის ექსპორტის მაჩვენებელი, 2018 წლის იანვარი-ივლისის პერიოდის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით გაიზარდა და 71,24 მილიარდი შეადგინა.

ივლისში, ექსპორტმა 10,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4,4%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნავთობის ფიზიკურმა მოცულობამ ნახევარი წლის განმავლობაში 1,3%-ით დაიკლო და 147,3 მილიონი ტონა შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...