რუსული მედია: “ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულს პუტინისგან ჯილდო აქვს მიღებული”

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს, 2010 წელს ვლადიმერ პუტინისგან სიმამაცისთვის ჯილდო აქვს მიღებული. 

როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ ეჭვმიტანილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი შვილი სამართლდამცავი იყო და რადიკალ ვაჰაბისტებს ებრძოდა. 

"ეს შეუძლებელია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის ჩეჩნეთში, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა, ებრძოდა რადიკალ ვაჰაბისტებს და კრიმინალებს. შეუძლებელია და არ მჯერა, რომ მას ამ დანაშაულის ჩადენა შეეძლო",-განაცხადა დაკავებულის დედამ, აიმანი დადაევამ.

ამასთან, როგორც აიმანი დადაევამ აღნიშნა, პოლიციელებმა მის შვილთან ერთად, 2 მისი ნათესავი დააკავეს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სასამართლოზე, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ხუთივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას გეგმავს.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, საათზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. 55 წლის პოლიტიკოსი მოძრაობა "სოლიდარობის" და პარტია "პარნასის" ლიდერი იყო. ცნობილია, რომ ბორის ნემცოვი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგ ოპოზიციურ აქციაში, "გაზაფხულის მარშში" აპირებდა მონაწილეობის მიღებას. ნემცოვის ხსოვნის მარში 1 მარტს გაიმართა.

ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად