რუსუდან კონჯარია: ნევროპათოლოგი კი არა, იურისტი გვყავს თბილისში გენეტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელად – ამის გამო, ლაბორატორიის ავ-კარგიანობა, არ დამდგარა ეჭვქვეშ

ნევროპათოლოგი კი არა, იურისტი გვყავს თბილისში გენეტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელად და ჯერ ამ ლაბორატორიის ავ-კარგიანობა, ამის გამო, არ დამდგარა ეჭვქვეშ. ნუ მანიპულირებთ. 🙂 – ამის შესახებ ექიმი რუსუდან კონჯარია სოციალურ ქსელში წერს.

“არ გამოვა ნარკომანობის შეტენვა.
რაიმე სხვა სცადეთ.
ოღონდ, გახსოვდეთ, რომ მე და ჩემისთანები, რომლებიც, საბედნიეროდ, ცოტანი არა ვართ, ხმას კი არა, სალამსაც დამსახურებისამებრ ვიძლევით.
ამ ქალაქში, მართლა კი არ მოსულა ყველაფერი. 🙂” – წერს რუსუდან კონჯარია.

ცნობისთვის, RUDOLFINERHAUS გიორგი გახარიას ტესტზე: ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. – ამის შესახებ დოკუმენტი პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გამოაქვეყნა.

მოგვიანებით კი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხდა, გიორგი გახარიას “ბანკებით” სირბილს ურჩევნია, “კოკაინს” შეეშვას – ნარკოტესტი ისეთ კლინიკაში ჩაიტარა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. –

კომენტარები
იტვირთება...