რუსთავში სამშენებლო ობიექტიდან 2 მუშა ჩამოვარდა

დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 170-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

როგორც “აიპრესს” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, საავადმყოფოში 2 მუშა შეიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად