რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

ახლადრეაბილიტირებული კონსტიტუციის ქუჩა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქის საკრებულოს დეპუტატებმა და საზოგადოება „რუსთაველების“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

„რუსთავში, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებულად აღსანიშნავია რუსთავის ერთ-ერთ, ძველ უბანში კონსტიტუციის ქუჩა, რომელიც შენობების არქიტექტურული იერსახით გამორჩეული და ძალიან ლამაზია. შევთანხმდით, რომ მომავალში აუცილებლად მოხდება ამ ქუჩაზე არსებული შენობა ნაგებობების ფასადების სრული რაებილიტაცია“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კონსტიტუციის ქუჩაზე, კოსტავას გამზირის N14-დან ასლანიკაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და მოეწყო ბორდიურები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა. „პროექტი სამი ლოკაციისგან შედგება, ძირითადად არის საპარკინგე ზოლი, ტროტუარები და გარე განათების სისტემა. სამივე ლოკაციაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ღირებულება 700 ათას ლარამდეა, კონკრეტულად, კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი 256 ათას ლარამდე დაჯდა. რუსთავში გრძელდება სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის პროექტი, რომელიც 2020 წელს დავიწყეთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. ინფრასტრუქტურული პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად