რუსთავში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული სივრცე, რომელსაც რუსთაველები ,,ახალგაზრდობის პარკის“ სახელით იცნობენ, ძალიან მალე რეაბილიტირებული იქნება.

ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვებუკლ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია და სამუშაოები რამოდენიმე დღეში დაიყწება. 1 მლნ 654, 439 ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 3 ჰექტარზე მეტ სივრცეზე გაშლილ რეკრეაციაში, სპორტული და გასართობი მოედნები, მოსასვენებელი ადგილები, სასეირნო ბილიკები, მწვანე საფარი მოეწყობა. პროერქტით გათვალისწინებული სპეციალური სივრცე ცხოველებისთვისაც.

,, ძალიან ბევრი რუსთაველი ელოდებოდა ამ პროექტის დაწყებას და უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველები ძალიან აქტიურად იყვნენ ამ პროექტის შექმნაში ჩართულები. კონცეფცია რუსთაველ ახალგაზრდას ეკუთვნის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ზოგადად ინიცირება მოსახლეობის მხრიდან წამოვიდა და თავიდან ბოლომდე იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დღეს გავაფორმეთ, სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება და მომავალი წლის ზაფხულში, აქ რუსთაველებს კიდევ ერთი,ძალიან ლამაზი სკვერი ექნებათ“-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბარუამ.
ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 240 კალენდარული დღეში უნდა დასრულდეს. წელიწდნახევრის განმავლობაში, რუსთავში უკვე მესამე სკვერის რეაბილიტაცია იწყება. უკვე დასრულებულია, ზვიად გამსახურდიას სახელობის და ეგრეთწოდებული ჩიკაგოს სკვერები. ახლახან დასრულდა ლეონიძის სახელობის მრავალფუნქციური სკვერის რეაბილიტაციაც, რომელიც 4 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული და უკვე ძალიან ბევრ რუსთაველს მასპინძლობს ყოველდღიურად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად