რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეიბს

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში.

მიმდინარე სამუშაოები რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილმა დაათვალიერეს.

დასასრულს უახლოვდება ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის- კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაიწყო. აქ სამუშაოების 90 პროცენტი უკვე შესრულებულია. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი- ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად. მეორე პროექტით კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, შუაგამყოფ ზოლში, კი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
დასასრულს უახლოვდება სპეციალური ფილებით ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებიც.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება.
ქალაქის მერმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. ამ ტერიტორიაზე, 4 ჰექტარ მიწის ფართობზე, მრავალფუნქციური თანამედროვე პარკის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე შეემატება.

პარალელურად, აქტიურად გრძელდება სამუშაოები მტკვრის მარცხენა სანაპიროს გზებსა და შიდა ეზოებშიც, სადაც პროექტის მიხედვით, სანიაღვრე სისტემის და ასფალტის საფარის რეაბილიტაცია 11 ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს.
პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ზაფხულში დასრულდება.

შეუფერხებლად ხორცუელდება პროექტი ჩერკასის ქუჩაზეც, სადაც ტროტუარების მოწყობაა გათვალისწინებული.
სამუშაოები აქაც მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ზაფხულში დასრულდება.
,,ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სამინისტროდან ფინანსდება, შეუფერხებლად მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით 10 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებზე. შეფერხება ამ მხრივ თითქმის არ გვქონია. თქვენ ნახეთ, რომ დასასრულს უახლოვდება კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია და აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო ყველა ლოკაციაზე. ყველა ის კომპანია, რომელიც ამჟამად მუშაობს ჩვენს პროექტებზე, მკაცრად იცავს იმ აუციელებელ პირობებს რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის რეკომენდირებული და ჩვენც ყოველდღიურად ვახორციელებთ მონიტორინგს.“- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

2020 წელს, რუსთავში, დაახლოებით 22 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად