რუსთავში დააკავეს კაცი, რომელიც ნათესავის ყოფილ ცოლზე, მუქარის ძალით, წლების განმავლობაში ძალადობდა

დაახლოებით 52 წლამდე მამაკაცი დააკავეს რუსთავში, რომელიც “აიპრესის” ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში ძალადობდა ნათესავის ყოფილ ცოლზე. ინფორმაციას დაკავების შესახებ “აიპრესს” შსს უდასტურებს.

“აიპრესის” ინფორმაციით, სავარაუდო მსხვერპლის ჩვენებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ბრალდებულს დაუმძიმდეს ბრალი.
ქალის განცხადებით, წლების განმავლობაში მან იმიტომ არ მიმართა გამოძიებას, რომ ზემო აღნიშნული პირი მას შვილით ემუქრებოდა და აშანტაჟებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად