რუსთავში, არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა

რუსთავში, არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. ფაქტი “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარის სხვა დეტალები ამჟამად უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...