რუსთავში „60+ კლუბი-ჯანსაღი ცხოვრებისთვის“ იქმნება

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, UNFPA- ს და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის, მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ  და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა  თეა ჟვანიამ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს,  რუსთავში „60 + კლუბის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვისდაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას,   „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მაკარიძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ

 „60+ კლუბი   ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“  უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე იქნება, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. კლუბის წევრებს საშუალება ეძლევათ, თანატოლებთან ერთად, აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, ერთმანეთს და ახალ თაობებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და იდეები, თავადვე დაგეგმონ და გამართონ სხვადასხვა ღონისძიება და მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის  ინფორმაციით, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში, კლუბის წევრებს აქტივობები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ. პროგრამა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას.  „ლიბერთი ბანკი“, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი და ხანდაზმულთა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშემწყობი, აქტიურად დაუჭერს მხარს რუსთავის 60+ კლუბის საქმიანობას.

„კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, და საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. 60+ კლუბების სამომავლო აქტივობები მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენების და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებსა და სახელოსნოებს და კულინარიულ სესიებს“, – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა: თუ 2014 წელს ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენდა, 2030 წელს ეს მაჩვენებლი 19%- მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის კი საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე 65 წლის ასაკს გადაცილებული იქნება (25.3%). იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება: ქალების _ 80,8 წლამდე; მამაკაცების _ 74,2 წლამდე. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხანდაზმული მოქალაქეების წინაშე მდგომ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხოს. „60+ კლუბებისშექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით შემუშავებულია და მიღებულია მოსახლეობის დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. ინიციატივა „60+ კლუბებისდანერგვისათვის ამ პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად