საკარანტინე სივრციდან რუსთავის “ცხელების ცენტრში” შეყვანილი პაციენტი გაიქცა

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განმარტავენ, პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, თუმცა მას არ დაუდასტურდა კორონავირუსი, რის შემდეგაც “ცხელების ცენტრი” თვითნებურად დატოვა.

“გუშინ იქნა ბიოლოგიური მასალა აღებული, მას არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის შესახებ პაციენტის ოჯახის წევრებსაც ვაცნობეთ. მას განემარტა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო, საკარანტინე სივრცეში. მას ეს ინფორმაცია წერილობით მიეწოდა, ხელიც მოეწერა, რომ გაეცნო ამ ინფორმაციას. ჩვენს მიერ გამოძახებული იყო სპეციალური მანქანა, მის გადასაყვანად, თუმცა მან თვითნებურად დატოვა ცენტრი, არ დაემორჩილა მედპერსონალს”, – განაცხადა ექიმმა თეა მგელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად