რუსთავის მუნციპალიტეტის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ((GIZ) ორგანიზაციის პროექტი რუსთველებს რუსთავის ბიუჯეტის დაგეგმვის საშუალებას აძლევს

რუსთავის მუნიციპალიტეტი, სლოგანით- „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტი, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ამაღლებაა და ის ორი ძირითადი ეტაპისაგან შედგება.

პირველი ეტაპი, რუსთავში რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, საპროექტო წინადადებების წარმოდგენა იყო. ამჟამად, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობითვე მიმდინარეობს კენჭისყრა, რომლის მეშვეობითაც, რუსთავში რეგისტრირებული მოქალაქეები, საუკეთესო პროექტებს აარჩევენ. გამარჯვებული პროექტების დაფინანსება, რუსთავის მუნიციაპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდება. სულ, პროექტის გასახორციელებლად, 2021 წლის ბიუჯეტში, 1 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. ქალაქის თითო ადმინისტრაციულ ერთეულში დასახარჯი თანხა, 100 000 ლარია. შესაბამისად, წარმოდგენილი ერთი პროექტის, ან რამოდენიმე პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
,, მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადები, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პროექტის განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში, საპროექტო წინადადების გასახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ანუ არ უნდა იმეორებდეს 2021 წლის ბიუჯეტში, ისედაც დაგეგმილ პროექტს, პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი, მაგალითისთვის- სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და ა.შ.

ამჟამად დასრულებულია პროექტის პირველი ეტაპი. წარმოდგენლი საპროექტო წინადადებებიდან, დადგენილი კრიტერიუმები დააკმაყოფილა და კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 15 პროექტი“, – განაცხადა რუსთავის მუნციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა.
კებჭისყრის პროცედურა საუკეთესო პროექტის გამოსავლენად უკვე დაწყებულია. ხმის მიცემის მსურველებმა, ონლაინ პლატფორმა შეუძლიათ იხილონ რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე rustavi.gov.ge და ხმა მისცენ მათთვის საინტერესო პროექტს. ონლაინ კენჭისყრა 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად