რუსთავის მერიამ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა

რუსთავის მერიამ დღეს, საბავშვო ბარების აღსაზრდელების ოჯახებზე სასურსათო პაკეტების გაცემა დილიდან დაიწყო.

რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაორივე ფილიალში, სურსათის გაცემის პროცესი, კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. საკვები პროდუქტის დარიგების პროცესს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი დაესწრნენ.
,,მოგეხსენებათ ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული გვაქვს. შესაბამისად, ქალაქის მერმა მიიღო გადაწყვეტიება და ჩვენი არსაზრდელების ოჯახებს დღეს სასურსათო პაკეტებს გადავცემთ. სურსათს, რუსთავის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ყველა აღსაზრდელი, ჯამში -6513 ბავშვი მიიღებს.“–განაცხადა რუსთავის ბაღების გაერთიანების ხლმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა
ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა, რუსთავში გაზაფხულზეც განხორციელდა. სოციალური პაკეტით, მაშინ 5650 ოჯახმა ისარგებლა, რითაც ქალაქის მერიამ სრულად მოიცვა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად