რუსთავის მერია მოსახლეობის დახმარების კამპანიას აგრძელებს

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგების მესამე ეტაპი დღეიდან დაიწყო. პროდუქტის დარიგების პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები ირმა მესხი და გოჩა ლორია დაესწრნენ. ორი დღის განმავლობაში, რუსთავის მერიისგან, ბაგა-ბაღების 2400 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს საკვებ პროდუქტს, ჯამში, ქალაქის მასშტაბით კი, 5 650 ბენეფიციარი დაკმაყოფილდება.

“დღეს და ხვალ ბაღებში დასრულება აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი. ამით, სრულად მოვიცავთ საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვების ნაწილი გაყვანილია ქალაქიდან და მშობლების ნაწილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ისინი არ საჭიროებენ დახმარებას და ითხოვეს, რომ იმ ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა მათი შვილებისთვის განკუთხვლი პროდუქტი, რომლებსაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ამისთვის თითოეულ მათგანს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

გრძელდება მოსახლეობისთვის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით პროდუქტის დარიგების პროცესიც, რომელშიც მოხალისეები, რუსთავის მერიის თანამშრომლები და პარტია ,,ქართული ოცნების“ ქალქის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები მონაწილეობენ. დღეს მოხალისეობრივ აქციაში რუსთაველ ბაიკერთა კლუბიც ჩაერთო.

,, ჩვენ ვცდილობთ, რომ საკვები პროდუქტის ეს კალათა, მივაწოდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მაქსიმალურად სჭიროებენ დახმარებას. საშუალოდ, ყოველდღიურად 250-დან 350-მდე სასურსათო კალათი რიგდება ქალაქში. გარდა ამისა, გვაქვს სამედიცინო პრეპარატებით დახმარების პროგრამაც. ეს პროგრამა, გარდა არსებული მუნიციპალური პროგრამებისა, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომელსაც დისტანციურად განვახორციელებთ პოლიკლინიკებთან და ოჯახის ექიმებთან ერთად, კანონმდებლობაც გვაძლევს ამის საშუალებას“, – განაცხადა რუსთავის მერმა
რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, სასურსათო პაკეტი, 2500-მდე რუსთაველ ოჯახს აქვს უკვე მიღებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად