რუსთავის №17 ციხის სამზარეულოში გაჩენილი ხანძარის დროს 2 პატიმარი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პატიმარი დაკვამლიანებით მიღებული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პატიმრებიდან ერთ-ერთი სამზარეულოში მუშაობდა, მეორე კი მის დასახმარებლად შევიდა სამზარეულოში. მომხდარფაქტზე უწყების გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია მოკვლევა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ, 14 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.”

კომენტარები
იტვირთება...