რუსთავი-ლილოს გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულები

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითხმილველების განცხადებით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილში დამონტაჟებული გაზი აფეთქდა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად