“რუსთავი 2”-თან თელაველი და გურჯაანელი მევენახეების აქცია მიმდინარეობს

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე “რუსთავი 2”-ის ოფისთან თელაველი და გურჯაანელი მევანახეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს. ისინი გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათ რამდენიმე საათის წინ აქცია გომბორის გადასახვევთანაც გამართეს.

აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიას მიერ გადაცემა „აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც გვარამიამ თქვა: “გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში?”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...