“რუსთავი 2”-თან აქცია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს

“რუსთავი 2”-თან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არხის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორია გადაჭედილია ხალხით. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი შსს-ს მოუწოდებს უფრო მეტი საპოლიციო ძალები იყოს გამოყოფილი, რათა არხმა შეუფერხებლად შეძლოს მაუწყებლობა.

“რუსთავი 2”-ის წინ მიმდინარეობს მართული აქცია. ეს არის ხელისუფლების მიერ წაქეზებული და აქ მოყვანილი ორკები, რომლებიც ძალიან აგრესიულად იქცევიან. ადგილზე პოლიცია ძალიან მცირე რაოდენობით არის, თუ ეს ბრბო მიიღებს არხზე შემოჭრის გადაწყვეტილებას, პოლიცია ვერ შეაჩერებს. მივმართავ შსს გამოყოს დამატებით, პოლიციის ჯგუფი.

მთელი პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს ხელისუფლების, რომელმაც არ უზრუნველყო სათანადო ძალებით “რუსთავი 2″-ის დაცვა. ჩვენ ვართ მშვიდად, არავითარი პროვოცირება არ იქნება ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვმუშაობთ და ვახორციელებთ ჟურნალისურ საქმიანობას. მთელი პერიმეტრის გადაკეტვა ყველაფერთან ერთად ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაა. ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები. არავითარი სხვა მოთხოვნა არ შესრულდება. ეს თემა არის დახურული. არხმა მიიღო თავისი სამართლებრივი გადაწყვეტილება და ის ჩამოშორდა 2 თვით საქმიანობას. ის ორკები დღეს აქ ტყულად დგანან, ერთადერთი მიზანი არხზე შემოჭრაა”, – აცხადებს ნიკა გვარამია “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...