“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს თამარ ნუცუბიძეს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს

უკრაინელი მესაზღვრეები "რუსთავი 2"-ის ევროპის ბიუროს კორესპონდენტს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ,- ამის შესახებ ჟურნალისტმა "კურიერთან"  რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

"მესაზღვრეებმა მითრეს, რომ ეს არის ერთჯერადი ნაბიჯი და მხოლოდ დღეს ამეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.  მათი თქმით, შავ სიაში არ შემიყვანენ , თუმცა არ ვიცი ხვალ რომ შემოვიდე შემომიშვებენ თუ არა. გადმომიყვანეს ტრანზიტულ ზონაში, მითხრეს რომ ავიაკომპანია უზრუნველყოფს ჩვენს ტრანსპორტირებას ზუსტად იმ გზით, რა გზითაც მე ჩამოვედი ბრიუსელიდან კიევში. ამდენი წლების განმავლობაში პირველად ამეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა", – განაცხადა თამარ ნუცუბიძემ "კურიერთან". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...