“რუსთავი 2-ის” წილების 60 %-ს ყადაღა დაედო

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

“სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო 🙂
რუსთავი 2-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს:

1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში
2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა”, – წერს კახა კოჟრიძე სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანი რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “რ2”-ის გენერალური დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ადვოკატის თქმით, მხარეს სარჩელი ჯერ არ მიუღია. პაატა სალია განმარტავს, რომ შესაბამის იურიდიულ მოქმედებებს, სასამართლო განჩინების გაცნობის შემდეგ განახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად