“რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გაუქმებულია

ამ წუთებში გამოქვეყნდა გადაწყვეტილება”რუსთავი 2″ -ს საქმესთან დაკავშირებით.
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

4 წლის წინ, 2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის 7 მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა.

ეს ორი მოთხოვნა იყო – ხელშეკრულებების ბათილობა შპს “გეოტრანსთნ” და შპს “საქცემენტთან” და ამის შედეგად კი მეორე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის დღევანდელ მესაკუთრეებს საკუთრების უფლება გაუუქმდათ და წილების ნაწილში, 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღინიშნოს ქიბარ ხალვაში, ხოლო 40% -ის მესაკუთრედ მისი კომპანია შპს “პანორამა”.

შედეგად, სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილები სრულად აღუდგინა მოსარჩელე  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს,  სადაც მოპასუხე მხარეები ტელეკომპანიები „რუსთავი -2“, „საქართველო“, შპს „საქცემენტი“(ჰაიდელბერგცემენტი) და „გეოტრანსი“ იყვნენ.

„რუსთავი 2“-მა აღნიშნული გადაწყვეტილება  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სადაც  მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვდა. თუმცა, სააპელაციომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- სააპელაციოს გადაწვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და მოითხოვდა უზენაესს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. რაც არ დაკმაყოფილდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და საბოლოო გადაწყეტილებით ტელეკომპანია„რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და “პანორამას” მიაკუთვნა.

უზენაესი სასმართლოს გადაწვეტილებას არ დაეთანხმა  ტელეკომპანია.

„რუსთავი 2“-მა, ტელეკომპანია „საქართველომ“, ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა სარჩელით ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად