“რუსთავი 2”-ის საქმეზე საკონსტიტუციომ პარლამენტში ცნობის გაგზავნა საჭიროდ არ ჩათვალა

„რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია საქართველოს“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა გამწესი სხდომის ეტაპზე. მოპასუხე მხარის შეტყობინება ხდება მაშინ, როდესც გამწესრიგებელი სხდომის ეტაპი ტარდება ზეპირი მოსმენით, ანუ მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აუცილებელია მოპასუხე და მოსარჩელე მხარის პოზიციების მოსმენა, რიგ შემთხვევებში ექსპერტებისადა სპეციალისტების აზრის გაცნობა“, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა, გიორგი ლომთაძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის და ტელეკომპანია „საქართველოს“ საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო ამის აუცილებლობა და შესაბამისად პარლამენტში არ იქნა ცნობა გაგზავნილი. 
კანონის შესაბამისად გამწესერიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენებით ტარდება საგამონაკლისო შემთხვევებში მაშინ, როდესაც სარჩელში წამოჭრილი პრობლემა და საკითხები არის ბუნდოვანი და სასამართლო საჭიროებს დამატებით მხარეს.

რიგ შემთხვევაში სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევას. ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული, რომ საჭირო იყო, დამატებითი საკითხის გამოკვლევა. გარდა იმისა, რაც სარჩელში იქნა მითითებული მოსარჩელის მიერ“, – განაცხადა ლომიძემ 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...