“რუსთავი 2”-ის პარტნიორთა კრება ხვალ გაიმართება

სამაუწყებლო კომპანიის “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით, 25 მაისს, 15 საათზე პარტნიორთა კრება გაიმართება. ამის შესახებ დღეს, 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა.

“შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა, არბიტრაჟში დავის გადატანა. ეს გაჟღერდა რუსთავი 2-ის დირექტორის მხრიდან, ჩვენ ვეხმიანებით ამ განცხადებას და მზად ვართ, რომ მივაღწიოთ ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებას და ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს მარტივი გზა გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტების გადაცემა მსოფლიოში წამყვანი 4 აუდიტორული კომპანიისთვის, სხვადასხვა შესაბამისი საკითხებით და წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით, თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელსაც ეს აუდიტორული კომპანია დადებს,“ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...