“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ხალვაშის, აქიმიძისა და დვალის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ხალვაშის, აქიმიძისა და დვალის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება, – აღნიშნული ცნობა “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვების “კურიერი” 21:00 საათზე თანაწამყვანმა პაატა იაკობაშვილმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა და მაყურებელს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

“რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, ტელეომპანიის ახალ მფლობელ ქიბარ ხალვაშსა და ტელეკომპანიის დამაარსებლებს – ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შორის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება. აქიმიძის თქმით, შეხვედრა ხვალ საღამოსთვის გადაიდო, კონკრეტული დრო უცნობია. შეხვედრის გადადებას ადასტურებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი და ადვოკატი პაატა სალიაც”, – აღნიშნა პაატა იაკობაშვილმა.

შეგახსენებთ, შეხვედრა ჯერ გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა დღეისთვის გადაიდო. დღეს შეხვედრა ისევ არ შედგა და სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, თუ ისევ არ ჩაიშალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად