“რუსთავი 2”-ის გუნდი ყარამანაშვილების 40%-ზე უარს ამბობს და საკონტროლო პაკეტს ითხოვს

ამის სესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

"გაგაცნობთ რუსთავი 2-ის გუნდის პასუხს მისი დამფუძნებლების, ყარამანაშვილების შემოთავაზებაზე. ჩვენ, რუსთავი 2 -ის თანამშრომლებმა განვიხილეთ ძმები ყარამანაშვილების შემოთავაზება, ჩვენთვის მათი კუთვნილი 40 % იანი წილის გადმოცემის თაობაზე. მადლობას ვუცხადებთ მათ, თუმცა ამ წინადადებას ვპასუხობთ უარით." – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, 40%იანი წილი არ ცვლის მოცემულ რეალობას და ეს წინადადება, ყარამანაშვილების მხრიდან ფიქციურია.

"რუსთავი 2" -ს თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით – საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია "საქართველო",  რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად ერთადერთი გზაა კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. 

შპს ტელეკომპანია საქართველო არ არის დაყადაღებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გადმოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები, მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან, სწორედ მათ წინაშე." – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად