“რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს

“რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს, – ამ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” თავად ავრცელებს.

არხის ინფორმაციით, ამ წუთებში “რუსთავი 2”-ში პარტნიორთა კრება მიმდინარეობს. პარტნიორთა კრებას, ნინო ნიჟარაძის პრეტენზიებს მისი ადვოკატი აცნობს,  მიზეზად კი, რის გამოც გვარამიას გადაყენებას ითხოვს, არხის სარედაქციო პოლიტიკაა.

გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო, არხმა სერიოზული ზიანი მიიღო. ადვოკატის თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მენეჯერმა და მან თანამდებობა  უნდა დატოვოს.

„მთავარი არგუმენტი გახლავთ  ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც უკანასკნელ პერიოდში აქვს ადგილი. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, იმ გამოსვლის შედეგად, ვგულისხმობ ბატონი გაბუნიას მხრიდან გამოსვლას, გამოსვლის შედეგად განვითარებული, რაც ტელეარხთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენი შეხედულებით და შეფასებით, ეს წარმოადგენს არხის დისკრედიტაციას. მიგვაჩნია, რომ ეს უშუალოდ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ამ შემთხვევაში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარტნიორებმა მხარი დაგვიჭირონ, რომ დღევანდელ სხდომაზე იყოს ეს საკითხი განხილული“ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი გაბუნიასთვის ორი თვით, უფლებამოსილების შეჩერება საკმარისი არ არის.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეგ არ არის საკმარისი, ეს არის მენეჯერის გადაწყვეტილება მისი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, პარტნიორებმა დირექტორის საქმიანობას შეფასება უნდა მისცენ ამ კუთხითაც“ – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა. ადვოკატის კომენტარსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად