რუსთაველზე მიმდინარე აქცია მსვლელობით “ოცნების” ოფისისკენ მიემართება

რუსთაველზე მიმდინარე აქცია მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიემართება. აქცია მმართველი პარტიის ოფისთან გაგრძელდება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობის მიზანია ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” აქციის მონაწილეების “თავები დათვალოს”.

“მთავრობას უყვარს აქციის მონაწილეების თავების დათვლა და მივემართებით იმიტომ, რომ ჩვენი თავები დათვალონ”, – განაცხადეს აქციაზე.

კომენტარები
იტვირთება...