რუსთაველზე, კოტე მესხის ქუჩაზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

გავრცელებული ინფორმაციით რუსთაველზე, კოტე მესხის ქუჩაზე იტალიურ ეზოში ხანძარია – ამ ინფორმაციას „აიპრესთან“ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ადასტურებს.

„რუსთაველზე, კოტე მესხის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია მხოლოდ ერთი სახანძრო ჯგუფი, დაშავებულები არ არიან და ზუსტი ინფორმაცია თუ რა ფართია დამწვარი ჯერ არ გვაქვს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ავტორი ნათია მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...