რუსთაველზე ბელარუსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა (ვიდეო)

თბილისში, რუსთაველის გამზირზე კლასიკური გიმნაზიის შენობის წინ ბელარუსის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 

ბესლარუსი რომან კულანი “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის ბელარუსი ხალხის მხარდამჭერი აქციაა.

“ეს არა საპროტესტო, არამედ ბელარუსი ხალხის სოლიდარობის აქციაა. რომლებიც დაუმსახურებელ უსამართლობას განიცდიან. პირველად მოატყუეს, შემდეგ ფიზიკურად და ძალადობრივად დაჩაგრეს.რამდენიმე ადამიანი მოკლეს, რამდენიმე კი წამებას განიცდის ციხეებში.

მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვართ არის ის, რომ მივიპყროთ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ამ პრობლემისადმი. ევროპის ტერიტორიაზე, ყოვლად მიუღებელია ასეთი სწორება, საომარი დიქტატურა და უსამართლობა. ასევე გვაქვს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი, ეს არ არის მოთხოვნა, არამედ მიმართვაა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია საკუთარი გეოპოლიტიკური ხედვა, თუმცა მაინც გვინდა ვთხოვოთ – არ აღიარონ ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგები. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებზე გამოხატონ პოზიცია, დემოკრატისა და სამართლიანობის აღდგენისთვის”, – აცხადებს რომან კულანი.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტ ლუკაშენკოს 80% ხმებით გამარჯვების გამოცხადებისთანავე დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

გუშინ, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტმა მხარდამჭერმა ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალისტებმა შეძლეს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით სმარტფონებიდან ინტერნეტში შეღწევის გზის გამონახვა და ბელარუსში მოქმედი საზღვარგარეთული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტაქსების და რიგი სხვა კომპანიები ბელარუსიდან ოფისების გატანაზე ალაპარაკდნენ, ბელარუსის ხელმძღვანელობამ შეწყვიტა ინტერნეტის ბლოკირება.

გუშინდელი დღე ბელარუსში პროტესტის ახალი ფორმით აღინიშნა, სოლიდარობის ჯაჭვებში ჩაბმული თეთრებში ჩაცმული ქალები მილიციონრებს ყვავილებს ჩუქნიდნენ. ასეთი სახის აქციები არა მხოლოდ მინსკში, არამედ გომელში, ლიდაში და ვიტებსკში გაიმართა. დემონსტრანტებისადმი სოლიდარობა გამოხატეს მედიცინის მუშაკებმა. თეთრ ხალათებში ჩაცმული მედიკოსები ძალადობის შეწყვეტისკენ და დაპატიმრებული კოლეგის და მისი მეუღლის და არსრულწლოვანი შვილის განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად