რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია, სახელწოდებით “სირცხვილია”, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, განახლდა.

მე-20 დღეა რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.აქციის მონაწილეების მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით უცვლელია.

ცნობისათვის, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა პროპორციული არჩევნებისა და აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილებულია. 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...