“რუსთაველის დასის კრიტიკას არ დავიწყებ… მე არ ვყოფილვარ რუსეთში” – ინტერვიუ ზაზა ხუციშვილთან

რუსთაველის თეატრის დასი რეჟისორ რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში გასტროლებზე მიემგზავრება. სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში ძირითადად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა და კულტურა-ხელოვნება გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან.

რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა რობერტ სტურუას და დასის გადაწყვეტილება და თავად თუ წავიდოდა რუსეთში მიწვევის შემთხვევაში? – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი საუბრობს:

რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მიდის მოსკოვში გასტროლებზე. რამდენად სწორია, როდესაც ოკუპირებული ქვეყნის დასი მიდის თუ თქვენც მათ რიგებში ხართ, ვინც თვლის, რომ პოლიტიკა და კულტურა გამიჯნული უნდა იყოს?

რუსეთთან გვაქვს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები და ეს მათი გადასაწყვეტია – თვითონ არტისტებს და დასს თუ არ აქვთ ასეთი პირადი განწყობა… არსებობს ასეთი ურთიერთობები, მათ შორის სპორტული ურთიერთობები, მათ შორის რუსეთში ჩატარებული ოლიმპიადაც გვახსოვს. ეს თემა ყველა შემთხვევაში თავიდან იწევა და მიდის ხოლმე საუბრები – ანანიაშვილი უნდა წასულიყო თუ არა, თორნიკე შენგელიას უნდა ეთამაშა თუ არა და ა. შ. მე მგონი ეს ურთიერთობები მაინც გაყოფილი უნდა იყოს და პირადად მათი გადასწყვეტია. ზოგს არ უნდა გამძაფრებული პროტესტი და ესეც მათი გადასაწყვეტია, კრიტიკას ნამდვილად არ ვაპირებ.

მათ ადგილას რომ იყოთ და მიწვეული იყოთ რუსეთში, წახვიდოდით?

საერთოდ არ ვყოფილვარ რუსეთში იმის მერე…

აგვისტოს ომის მერე არ ყოფილხართ?

მე არ ვყოფ რუსეთის პრობლემას 2008 წლის აგვისტოს ომის ნიშნულზე. ეს არასწორია. ესეც ერთ-ერთი ხრიკია ან თავის გამართლებისთვის, ან ვიღაცის გამტყუნებისთვის. იმიტომ, რომ  საერთოდ არ იყო პუტინი და ბორის ელცინი იყო, მაშინ როდესაც შუამავლად ჩაგვიდგნენ, გამოგვატანინეს მძიმე ტექნიკა აფხაზეთიდან, ქართველებმა შეასრულეს პირობა და შემოგვიტრიალეს ყველაფერი. დაგვცხეს იქიდან გამოგვიყარეს 300 000 ადამიანი და მივიღეთ ეს ხალხი დევნილებად. 2008 წლამდე შეიძლებოდა წასვლა და მას შემდეგ არა, ეს ასე არ არის, მე ასე არ ვუყურებ! თუ პროტესტი გაქვს, მანამდეც უნდა გქონოდა. ვიღაცას 2008-მდე უკეთესად ჰქონდა ათვისებული რუსეთი და მერე ახლა ხელზე რომ იხვევს პატრიოტიზმს, მაგას მე ვერ მივიღებ ვერავისგან.

_ თქვენ მანამაც პროტესტი გქონდათ და შემდეგაც?

_ რა თქმა უნდა. პროტესტიც მქონდა.

სიმართლე გითხრათ, როდესაც ადამიანი მიიღებს წინადადებას და დადგება არჩევანის წინაში, მაშინ უფრო… იგივე ჩემთვის არავითარი წინადადება არ ყოფილა შემოთავაზებული და რომ ვთქვა არ წავედი, არ ვიქნები მართალი. მაგრამ პროტესტი თუ აქვს არტისტს უნდა ჰქონოდა მანამდეც.

2008 წელს რა თქმა უნდა ღია კონფლიქტი გვქონდა რუსეთის რეგულარულ არმიასთან, თუმცა პუტინამდე ელცინმა რაც გაგვიკეთა აფხაზეთში, ნაკლები დანაშაული იყო თუ რა იყო?! ჩემთვის მაშინაც ოკუპანტი იყო, მაგის მერეც და დღესაც.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...