რუსტამ ლატიპოვი: დამნაშავეს, რომელიც ზუგდიდში, ბანკში შეიჭრა, აფხაზეთის ე.წ საზღვარი არ გადმოუკვეთავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროს რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, დამნაშავეს, რომელიც ზუგდიდში, ბანკში შეიჭრა, “საზღვარი” არ გადმოუკვეთავს.

ამის შესახებ მან აფხაზურ მედიასთან ისაუბრა. უფრო ადრე კი თქვა, რომ “სასაზღვრო პერიმეტრის”, რუსეთთან ერთად ყველა ღონისძიებას მიმართავენ იმისთვის, რომ არ დაუშვან ამ პირის მიერ “საზღვრის” გადმოკვეთა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად