რუსმა ჟურნალისტმა, არკადი ბაბჩენკომ უკრაინა დატოვა

რუსმა ჟურნალისტმა არკადი ბაბჩენკომ, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა, აღნიშნული ქვეყანა დატოვა.

როგორც მან Facebook-ის პირად გვერდზე განმარტა, მიზეზი უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკაა.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ექვსი თვის წინ მან პირობა დადო, რომ უკრაინას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ  საპრეზიდენტო არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელსაც ის მხარს არ უჭერდა.

არკადი ბაბჩენკოს გასულ გაზაფხულს უკრაინაში მომხდარი გახმაურებული ინციდენტი უკავშირდება. 29 მაისს, ჯერ მედიამ, და შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი, რომელიც 2017 წლიდან მუშაობდა კიევში, ტელეარხ ATR-ზე მუშაობდა, უკრაინის დედაქალაქში სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მეორე დღეს SBU– ს ხელმძღვანელმა, ვასილი გრიცაკმა განაცხადა, რომ ბაბჩენკოს „მკვლელობის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. ამ განცხადების შემდეგ, ბაბჩენკო მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე გამოცხადდა.

41 წლის არკადი ბაბჩენკო “Московский комсомолец”-ის და Новая газет-ს სამხედრო კორესპონდენტია. მიჰყავდა გადაცემა “Забытый полк”-ი. 2008 წელს ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. მას ეკუთვნის სიტყვები: “ვნახე, როგორ იწვოდა ქართული სოფლები… მე ჩვენებას მივცემ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად