რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს

ტატო ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა, დღეს კი გაიგეს რომ ახალგაზრდა ოკუპირებულ აფხაზეთში კერძოდ კი გალის იზოლატორში იმყოფება.

,,გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ თურმე გალში, იზოლატორში იმყოფება.სხვა დამატებით არაფერი ვიცით, საოკუოაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან,”- აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

“აიპრესი” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ ეტაპზე უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება, თუმცა მიმდინარეობს ინფორმაციის კვლავ გადამოწმება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად