რუსმა პროფესორმა ოლეგ სოკოლოვმა ყოფილი სტუდენტის მკვლელობა აღიარა

დღეს, რუსი პროფესორი, 63 წლის ოლეგ სოკოლოვი, მისი ყოფილი სტუდენტის ანასტასია ეშენკოს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მამაკაცმა, რომელმაც პოლიციელების ყურადღება უცნაური ქცევით მიიპყრო, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოლეგ სოკოლოვი აღმოჩნდა.

პოლიციელებმა შენიშნეს, რომ მამაკაცმა მდინარეში ჩაყვინთა წყლის ზედაპირზე მცურავი ჰაერშეპარული პაკეტის ჩაძირვის მიზნით. პაკეტში ზურგჩანთა აღმოჩნდა, ზურგჩანთაში კი მოჭრილი ხელები და ტრავმატული პისტოლეტი. მდინარის ცივი წყლისგან ერთიანად გათოშილი მამაკაცი ძალზე არაადეკვატურად იქცეოდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ქალის უთავო და უხელებო გვამი ნახეს.

მოგვიანებით პროფესორმა მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, ის ქალს ხვდებოდა ხოლმე და 8 ნოემბერს მათ დიდი ჩხუბი მოუვიდათ ერთმანეთთან. აფექტის მდგომარეობაში მყოფმა მოკლა იგი და გონს მოსულმა გადაწყვიტა გვამი მოეშორებინა.

პროფესორის დაკავების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე მის შესახებ ისაუბრა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ცოლისს ძმამ, ბიზნესმენმა ვიქტორ ბატურინმა. მისი თქმით, ის იცნობდა ისტორიკოს სოკოლოვს, რომელიც საინტერესო პიროვნებაა, გიტაცებს თავის საუბრით, ნორმალური ადამიანი იყო, როგორც ყველა, ჩემთვის გაუგებარია რაც მოხდა, გადახრების არაფერი ემჩნეოდა.

ბატურინის თქმით, სოკოლოვი ამბობდა ხოლმე, რომ ცხოვრება მის მიმართ არცთუ სამართლიანი იყო: სერიოზული სწავლული, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი და ” რუსეთში სამხედრო-ისტორიული რეკონსტრუქციის მამათავარი” გვერდზე “გასწიეს”. სოკოლოვს რამდენიმე ცოლი და ბავშვებიჰყავდა. ერთი ქალიშვილი ამჟამად საფრანგეთში ნაპოლეონის კოლეჯში სწავლობს.

რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვი”-ს ცნობით, 2008 წელს მისმა სტუდენტმა ქალმა პოლიციაში სოკოლოვის მიერ სასტიკი ცემის შესახებ განაცხადა. მაშინ დაზარალებული ამბობდა, რომ მასწავლებელი მას დასახიჩრებით დაემუქრა.

პორტალ “ნევის ამბები”-ს ცნობით მოკლული სოკოლოვის ყოფილი სტუდენტია – ანასტასია ე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი სოკოლოვთან დარჩა და მასთან ერთად ნაპოლეონის შესახებ პუბლიკაციებზე მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად