რუსმა ოკუპანტებმა ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს

ტრავმატოლოგ-ორთოპედი, საქართველოს ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქირურგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღეა რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.

გატაცებულ ექიმს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

როგორც “აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ვაჟა გაფრონდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად