რუსმა ჰაკერებმა Dow Jones-ის სერვერი გატეხეს

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიურო, რუსი ჰაკერების მიერ ბიზნესსააგენტო Dow Jones–ის სერვერის გატეხვის ფაქტს იძიებს. 

ჯერჯერობით უცნობია შეიცავდა თუ არა მოპარული მასალები ინსაიდერულ ინფორმაციას.

Bloomberg–ის ინფორმაციით, ინფორმაცია რომელიც Dow Jones–ის სერვერზე ინახებოდა Wall Street Journal–ში უნდა გამოქვეყნებულიყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია გავლენას მოახდენდა მთელი რიგი კომპანიების აქციათა საბაზრო ღირებულებაზე.

Dow Jones–ის წარმომადგენელმა, კოლინ შვარცმა მომხდარის კომენტირება არ ისურვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად