რუსმა ექსპერტმა დაასახელა ის ტოპ 5 ადგილი, სადაც COVID19-ით ინფიცირების ალბათობა ყველაზე მეტია

კორონავირუსული ინფექციით დაავდების უდიდესი ალბათობა არსებობს იმ ადგილებში, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იქ, სადაც ისინი დიდი ხნის მანძილზე იმყოფებიან დახურულ სივრცეში ცუდი ვენტილაციით. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში, ღამის კლუბებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკის ხელმძღვანელმა, სამედიცინო მეცნიერებათა წარმომადგენელმა, უმაღლესი კატეგორიის ექიმმა, ვლადიმერ ზაიცევმა განუცხადა.

”რაც უფრო დიდია საზოგადოებრივი ადგილი, მით უფრო მაღალია ინფიცირების ალბათობა. მსურს, პირველ რიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავასახელო”, – თქვა ექსპერტმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი საშიშროება კერძო გადამზიდავებს აქვთ, რომლებიც საკმარის ყურადღებას არ აქცევენ ყველა პრევენციულ ზომას. მაგალითად, კერძო მიკროავტობუსები, ავტობუსები, რომლებიც მოძრაობენ ქალაქებს შორის.

“მეორე არის მაღაზიები. ისევ, თუ ვსაუბრობთ დიდ საცალო ქსელებზე, სადაც არის დაცვა, რომელიც არ დაუშვებს სავაჭრო ცენტრსა ან მაღაზიაში ნიღბის გარეშე შესვლას, ეს კარგია, და თუ ვსაუბრობთ პატარა მაღაზიებზე ნაკლები პასუხისმგებლობით, აქ უკვე რთულდება ვითარება. როგორც წესი, დიდ საცალო ქსელებში კარგი ვენტილაციაა, რადგან არსებობს მოთხოვნები. ცუდი ვენტილაციის მქონე მაღაზიები და ხალხის დიდი რაოდენობა ცუდი შედეგის მომტანია”,- თქვა ექიმმა.

მესამე ადგილს კი ღამის კლუბები და გასართობი დაწესებულებები იკავებენ. ექსპერტი განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი აქ იმაშიც მდგომარეობს, რომ ეს დაწესებულებები ხშირად მდებარეობს სარდაფებში ან ნახევრად სარდაფებში, ცუდი ვენტილაციით და ფანჯრების გარეშე. ”ხალხი რისკის ქვეშ დგება, რადგან თქვენ იქ დიდხანს იმყოფებით ადამიანთა ბევრ რაოდენობაში”, – განმარტა ზაიცევმა.

ექსპერტმა მეოთხე ადგილზე დაასახელა ის დაწესებულებები, სადაც კულტურული ღონისძიებები ტარდება. აქ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირების წესი მოქმედებს, როდესაც მოქალაქეები ერთი ან ორი სკამის გამოტოვებით სხედან, სტუმრებისთვის საფრთხის შემცველად დიდიხნის მანძილზე დახურულ ოთახში ყოფნა გვევლინება.

სიის ბოლო, მე-5 ადგილზე კი საავადმყოფოები და ლაბორატორიები დასახელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად