რუსის თვალით დანახული საქართველო

რუსეთში, ფონდმა “საზოგადოებრივი აზრი”, რუსეთის ფედერაციის 53 სუბიქტის 104 დასახლებულ პუნქტში 1500 რესპონდენტი გამოკითხა.

გამოკითხვას რუსების საქართველოს და ქართველების მიმართ დამოკიდებულების განსაზღვრის მიზნით, რუსეთში სისტემატურად ატარებენ. ახლანდელი გამოკითხვის შედეგები ქართველებისთვის საინტერესო იმით უნდა იყოს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან ავიაგადაზიდვების აკრძალვის შესახებ ბრძანებულების გამოცემიდან (21 ივნისი) ორი კვირის შემდეგ, 6-7 ივლისს ჩატარდა და გარკვეულწილად უნდა ასახავდეს პუტინის მიერ ავიაგადაზიდვების აკრძალვის შესახებ არგუმენტების რუსების მიერ გაზიარების ხარისხს.

კითხვაზე, “როგორი დამოკიდებულება გაქვთ პირადად თქვენ საქართველოს მიმართ”, რესპოდენტთა 37% პასუხობს, რომ აქვს კარგი დამოკიდებულება. რესპოდენტთა 8%-ს საქართველოსადმი ცუდი დამოკიდებულება აქვს, 7%-ს უჭირს თქმა, ხოლო ყველაზე დიდი ნაწილი რესპონდენტებიდან – 48% გულგრილია საქართველოსადმი დამოკიდებულებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმართ კარგი დამოკიდებულების მქონეთა ხვედრითი წილი ასეთი მაღალი 2001 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს იყო, გასული წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება და ცხადყოფს მას და 2013 წლის 607 ათასიდან 2019 წლისთვის 1 მილიონ 405 ათასამდე ტურისტთა რაოდენობის ზრდას შორის დადებით კორელაციას. საქართველოს მიმართ ცუდი დამოკიდებულების მქონეთა ხვედრითი წილი 2014 წლიდან დღემდე უცვლელია და შეადგენს 8%, რაც მნიშვნელოვნად (27%-ით) ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელზე – 11% და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ნაკლებია 2001 წლის 33% და 2005, 2006 და 2009 წლების 28%-ზე.

საქართველოში რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობას და საქართველოსადმი კარგი დამოკიდებულების მქონეთა შორის დადებით კორელაციურ კავშირზე მიუთითებს საქართველოსადმი კარგი დამოკიდებულების მქონეთა პასუხი დამატებით კითხვაზე: “რატომ ხართ თქვენ საქართველოს მიმართ კარგად განწყობილი?” ყველაზე დიდი ჯგუფები რესპონდენტების მიუთითებენ შემდეგს: ქართველები “სტუმართმოყვარე, კარგი ადამიანები არიან, ჩვენ კარგად გვექცევიან” და “ჩვენ მოგვწონს საქართველო, არ გვაქვს მიზეზი გვქონდეს ცუდი დამოკიდებულება” გამოკითხულთა უმეტესობა, 50% წინააღმდეგ 27%-ისა, თვლის, რომ ამჟამად რუსი ტურისტების ყოფნა საქართველოში საფრთხისშემცველია. რესპონდენტთა 39%, წინააღმდეგ 32%-ისა, გადაწყვეტილებას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ სწორ ნაბიჯად აფასებს.

გამოკითხვის ამ მონაცემების ოდნავ ზემოთ მოყვანილთან შედარება იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ რუსეთის პრეზიდენტის და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მისამართით გაჟღერებულმა ნეგატიურმა გამონათქვამებმა რუსეთის მოსახლეობაზე იქონია გავლენა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში 20 ივნისის შემდეგ განვითარებული პროცესების მიზეზად ქართველების რუსოფობურ განწყობას და რუსეთისადმი მტრულ დამოკიდებულებას ასახელებს რესპონდენტთა მხოლოდ 6%.

მოამზადა რაულ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად