რუსი ტურისტები სასტუმროდან საჭმელებით დატვირთული ჩემოდნებით გასვლას ცდილობდნენ

შემთხვევა თურქეთის საკურორტო ქალაქ მანავგატში მოხდა.

სამვარსკვლავიანი სასტუმროს დატოვების დროს ტურისტებს მომსახურე პერსონალმა ჩემოდნების გახსნა მოთხოვა. მათ ჩემოდნებში ჩალაგებული ჰქონდათ საჭმელები, რომლებსაც რესტორანში სასტუმროს კლიენტებს სთავაზობდნენ. საჭმელებთან ერთად ტურისტებს ჩემოდნებით ხილი და ბოთლებში ჩამოსხმული წყალი გაჰქონდათ.

“ჩვენ სტუმრებს შეუძლიათ ჭამონ და სვან იმდენი, რამდენიც სურთ, მაგრამ რატომ უნდა გაიტანონ პროდუქტები ჩემოდნებით, ჩვენ ეს არ გვესმის”, – განაცხადა გაოცებულმა ადმინისტრატორმა. მცირე ხნის შემდეგ კი ივარაუდა, რომ ტურისტებმა არასწორად გაიგეს რას ნიშნავს სისტემა “ყველაფერი ჩართულია”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად